Restaurant Magnat
მალე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიბის მოწყობილობების, iPhone-ის და iPod touch-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ინტერნეტში
შეიძინონ და გადმოწერონ სპეციალურად მათთვის შექმნილი თამაშები.
ჩვენი სტუდია იმ "პიონერების" რიცხვშია, ვინც ქმნის პირველ თამაშებს, სპეციალურად ამ მოწყობილობებისათვის.
მიმდინარე პროექტი, Restaurant Magnat, სწორედ iPhone და iPod touch-ისთვის იქმნება, თუმცა რასაკვირველია გამოვა თამაშის PC და Mac ვერსიებიც.
თამაშის გმირი, ახალგაზრდა ყმაწვილია, რომელიც პატარა სწრაფი-კვების
ობიექტში, სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და ხასიათის კლიენტებს
ემსახურება. მიღებული შემოსავლით, ახალ ობიექტებს ხსნის და მიზანდასახული
და წარმატებული მუშაობის შედეგად სულ ცოტა ხანში მთელი ქალაქის
სარესტორნო ქსელის მფლობელი ხდება.
თამაში, ზემოთ აღნიშნული მოწყობილობის ტექნიკური პარამეტრების და
შესაძლებლობების გათვალისწინებით, მარტივი ანიმაციებით და მცირე
ზომის გრაფიკული გამოსახულებებით იქმნება.
მობილური თამაშები ჩვენი სტუდიისთვის სიახლეა და ამ პროექტზე მუშაობა
ალბათ საინტერესო და ახალი გამოცდილების მომტანი იქნება.
|