|
თამაშში თქვენი გმირია გოგონა, რომელსაც ბოროტმა ჯადოქარმა პატარა
ძმა მოსტაცა და მის გასანთავისუფლებლად გამგზავრებულს, გზად ათეულობით მონსტრთან მოუწევს შებრძოლება.
ბრძოლის დროს თქვენ უნდა შეაგროვოთ ოქრო და გამოცდილება. სხვადასხვა
ქალაქების მაღაზიებში გოგონასთვის შეიძინოთ ტანსაცმელი, აბჯარი,
იარაღი და სხვა აღჭურვილობა, რომელთა მეშვეობითაც თქვენი გმირი უფრო
ადვილად გაუმკლავდება მოწინააღმდეგეს.
ამ პროექტში ჩვენი ყურადღება თამაშის გამორჩეულ მექანიკაზე, 3D გარემოსა
და ანიმირებულ 3D პერსონაჟებზე შევაჩერეთ. გრაფიკა Maya-ში და Photoshop-ში
გაკეთდა. მრავალფეროვანი მაღალპოლიგონალური მონსტრების მოდელები,
ჩვენივე მხატვრების ჩანახატების მიხედვით აიგო. უნიკალური და სახალისო
ანიმაციებიც Maya-ს თანამედროვე საშუალებების გამოყენებით შეიქმნა.
თამაშის სპეცეფექტებიც ახალი მეთოდებით შევქმენით. მათი დიდი ნაწილი
3D ეფექტებს წარმოადგენს, რაც თავისთავად ახალი სიტყვაა კაზუალური
თამაშების შექმნაში.
მთლიანობაში პროექტი ძალიან საინტერესო და სტუდიის თითოეული თანამშრომლისათვის
უდიდესი გამოცდილების მომტანი იყო. სხვა მხრივ კი მისი შეფასება თქვენთვის მოგვინდია! |