Butterfty Escape - ეს არის კაზუალური ტიპის, სახალისო 3d თამაში, რომელშიც მოთამაშე უნდა დაეხმაროს "ბუკას" გაანთავისუფლოს პეპლები და დაუბრუნოს განთიადი სინათლის სამეფოს.
 
გადმოიწერეთ სრული ვერსია!
ითამაშეთ Online ვერსია!

თამაშს გამოარჩევს ის ფაქტი, რომ იგი სრულად 3დ გარემოშია შექმნილი და "მოქმედი პირებიც" ანიმირებული 3დ პერსონაჟები არიან. ასეთ პატარა თამაშებში ეს არც თუ ისე გავრცელებული მოვლენაა.
სწორედ გამორჩეულად ლამაზ ბუნებაზე და ანიმირებულ პერსონაჟებზე იყო ჩვენი აქცენტი ამ პროექტზე მუშაობისას. ამიტომ გრაფიკა მთლიანად Maya-ში გაკეთდა. ყვავილები, ქვები, ნიჟარები და სხვა ყველა დეტალი მაღალპოლიგონალური მოდელებია. თავად პერსონაჟებიც, საწყისი და მარკეტინგის მასალებისათვის მაღალპოლიგონალურ მოდელებად იქნა აგებული, ხოლო შემდეგ, თამაშის ოპტიმიზაციის მიზნით მაქსიმალურად გამარტივდა.
თამაშის ზომის მიმართ მკაცრი მოთხოვნის გამო მოგვიხდა არასტანდარტული და არაორდინალური გამოსავალების ძიება და პოვნა, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა მუშაობის პროცესი.
ყოველივე ამის დამსახურებით წარმატებით მოვახერხეთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და დღეს ჩვენი თამაში იყიდება ისეთი უდიდესი პორტალებიდან როგორიცაა MSN, AOL, და უამრავი სხვა.
Butterfty Escape - ჩვენი სტუდიის პირველი დასრულებული და საერთაშორისო ბაზარზე გატანილი პროდუქტია. "სრული ციკლის" გავლამ, ანუ პროექტის განხორციელებამ იდეიდან - რეალიზაციამდე უდიდესი გამოცდილება შესძინა თითოეულ ჩვენგანს.  

სისტემური მოთხოვნები:
OS: Windows 98, 2000, XP, Me
Memory: 128 MB
DirectX: 8.1 or later
CPU: P800
Video: 3D Video Card
 
 

  1/19  

იდეა და პროგრამირება

დავით ჭანკოტაძე

გრაფიკა და ანიმაცია

ვასილ მაჭარაძე
შალვა ცერცვაძე
იგორ გერაშენკო
ირაკლი ლატარია
ხათუნა არევაძე

მუსიკა და ხმა

ლევან ნადაშვილი

მენეჯერი

თამარ ჭანკოტაძე
 
თამაშის ფონის მუსიკა

მუსიკა დაძაბულობის დროს

მუსიკა თამაშის მთავარი მენიუდან

 
 
Copyright © 2005-2007 Vertex Studio Ltd. All rights reserved.
Contact Us: info@Vertex.ge