|
ინტერაქტიური თამაშების დიზაინის ფირმა
- 'სტუდია ვერტექსი' შეიქმნა 2004 წლის სექტემბერში.
ფირმა ორიენტირებულია შეიმუშაოს და შექმნას საერთაშორისო დონის, თანამედროვე კომპიუტერული და მობილური ტელეფონების
თამაშები.
აღნიშნულის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი პროფესიული თვისებების მქონე შემოქმედთა გუნდის წყალობით.
მსგავსი პრაქტიკის საქართველოში არ-არსებობის გამო საჭირო გახდა დაინტერესებული ხალხის არა მარტო მოძიება, არამედ მათ
განათლებასა და ამ სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებაზე ზრუნვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ შევძელით შეგვეკრიბა უაღრესად ნიჭიერი მხატვრები, ანიმატორები, კომპოზიტორები და ზოგადად "ხელოვანები", რომლებიც
ყოველდღიურად მუშაობენ პირველ რიგში საკუთარ შემოქმედებით ზრდასა და განვითარებაზე, შესაბამისად ჩვენი სტუდიის და საქართველოში ხელოვნების ამ სფეროს მომავალზე. |